რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრი დაარსდა 2001 წელს. კლინიკაში დანერგილია უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიები, გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე სქემები, შემუშავებულია ერთიანი კლინიკური მიდგომა, რომელიც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობა.
კლინიკის ხელმძღვანელია ვანო მგალობლიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც რამდენიმე ათეული წელია უშვილობის პრობლემებზე მუშაობს, არის ევროპის, აშშ–ის და რუსეთის რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა, ევროპისა და რუსეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციების წევრი, 40–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ბ-ნი ვანოს ხელმძღვანელობით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდი დაინერგა, მათ შორის ფერტილოსკოპია - უნიკალური მეთოდი, რომელიც თანამედროვე მედიცინაში მიჩნეულია უშვილობის დიაგნოსტიკის "ოქროს სტანდარტად. ჩვენი კლინიკა არის პირველი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ჯერჯერობით ერადერთი საქართველოში, სადაც უშვილობის დიაგნოსტიკა ფერტილოსკოპიით ტარდება.
ასევე აღსანიშნავია ტრანსვაგინური სონო-ჰისტეროსალპინგოგრაფია - ტრანსვაგინური ექოსკოპიით მილების გამტარობის გამოკვლევა, საკვერცხის კისტის ასპირაციული დრენირება (საკვერცხის კისტის მკურნალობა ოპერაციის გარეშე), პოლიკისტოზური საკვერცხეების მკურნალობის უახლესი სქემები და ა. შ. რომელთა შესახებ პირველი სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო სამედიცინო გამოცემებში ჩვენი ავტორობით გამოქვეყნდა.
კლინიკის ექიმები პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობის გარდა აქტიურ სამეცნიერო მუშაობას ეწევიან, არიან ამერიკის, ევროპის და რუსეთის საერთაშორისო რეპროდუქციული ასოციაციების წევრები, რეგულარულად აქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს პროფესიულ სამედიცინო გამოცემებში და აქტიურ მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონფერენციებში.
- მანანა მგალობლიშვილი – ექიმი–რეპროდუქტოლოგი, წარჩინებით დაამთავრა ლვოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.არის 18 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
- ნატო ბერია – ექიმი–რეპროდუქტოლოგი,წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და რეზიდენტურა.
- ლევან ყიფიანი–ექიმი–ანდროლოგი,უროლოგი,დერმატო-ვენეროლოგი,დაამთავრა ქ.ორენბურგის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
- ქეთევან ჭუმბურიძე - ექიმი-გინეკოლოგი, დაამთავრა თბილისი სამედიცინო ინსტიტუტი.
- ქეთევან ტაბუცაძე - ექიმი-გინეკოლოგი, წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ორდინატურა გაიარა კიევის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში.
- მაია კუპრეიშვილი – ექიმი–ლაბორანტი, წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის,სოხუმის ფილიალის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
- ინგა კვირტია – ექიმი–ლაბორანტი, წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის,სოხუმის ფილიალის ბიოლოგიის ფაკულტეტი.