ანოვულაცია – ოვულაციის არარსებობა.
აბორტი - ორსულობის შეწყვეტა 28 კვირამდე
აგალაქტია - მშობიარობის შემდეგ რძის სეკრეციის არარსებობა
აგენეზია- ორგანოს თანდაყოლი არარსებობა
ადნექსიტი - საშვილოსნოს დანამატების (საკვერცხეების და მილების) ანთება
ავიტამინოზი - ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობა
აზოოსპერმია - ეაკულატში სპერმატოზოიდების არარსებობა
ამენორეა - მენსტრუაციის არარსებობა 6 თვის და მეტი დროის განმავლობაში
ამნიოცენტეზი - დიაგნოსტიკური პროცედურა: სანაყოფო წყლების ასპირაცია ორსულობის პირველ 3-4 თვეში, გენეტიკური პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის.
ანდროგენები - მამაკაცის სასქესო ჯირკვლების და თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონები, რომლებიც არეგულირებენ მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას
აივ - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც წარმოადგენს შიდსის გამომწვევს
ანოვულაცია - ოვულაციის არარსებობა, რომლის დროსაც არ ხდება კვერცხუჯრედის გამოსვლა საკვერცხედან
ანტენატალური პერიოდი - ნაყოფის განვითარების პერიოდი დედის საშვილოსნოში
ანტიგენი - ნივთიერება,რომელიც იმუნურ სისტემასთან შეხვედრისას იწვევს იმუნური პასუხის განვითარებას
ანტისხეული - ნივთიერებები (ცილები, იმუნოგლობულინები), რომლებიც გამომუშავდებიან ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ ანტიგენის საპასუხოდ, უკავშირედებიან ანტიგენს, შლიან მას ან აძევებენ ორგანიზმიდან
ანტისპერმალური ანტისხეულები - გამომუშავდება სპერმატოზოიდების წინააღმდეგ, აფერხებს მათ მოძრაობას, იწვევს მათი აკროსომული რეაქციის დათრგუნვას და დაშლას.
აპლაზია - ორგანოს ან მისი ნაწილის არარსებობა, რომელიც წარმოადგენს თანდაყოლილ მანკს
ატიპია - უჯრედების თვისობრივი მახასიათებლების ცვლილებები: არანორმალური ზომები, ბირთვის სტრუქტურა და უჯრედის სხვა შემადგენელი ნაწილების ცვლილებები
ასპერმია - ეაკულატის არარსებობა
აუტოიმუნური ანტისხეულები - ანტისხეულები საკუთარი ქსოვილების, ორგანიზმის ცილების მიმართ
ბ
ბაზალური ტემპერატურა– ტემპერატურა სწორ ნაწლავში, რომელიც იზომება ყოველდღე სათანადო წესების დაცვით და წარმოადგენს საკვერცხეების ფუნქციის შეფასების ერთერთ მეთოდს
ბაქტერიემია - ბაქტერიების არსებობა ცირკულირებად სისხლში
გ
გამეტა - მწიფე სასქესო უჯრედი.
გენიტალური - დაკავშირებული სასქესო ორგანოებთან
გენეტიკა – მეცნიერება მემკვიდრეობითობაზე
დ
ე
ეკლამფსია - ორსულთა გვიანი ტოქსიკოზების მძიმე ფორმა, რომელიც ხასითდება კრუნჩხვების უეცარი განვითარებით, გონების დაკარგვით, არტერიული ჰიპერტენზიით და შეშუპებით
ენდომეტრიუმი – საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი
ენდომეტრიტი - საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის ანთება
ენდომეტრიოზი - სხვადასხვა ორგანოებში საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) მსგავსი ქსოვილების გაჩენა, რომლებიც იცვლება მენსტრუალური ციკლის შესაბამისად
ენდოცერვიციტი - საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ანთება
ექომონიტორინგი – საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფების და ოვულაციის ექოსკოპიური დაკვირვება გარკვეულ დღეებში სათანადო წესების დაცვით, წარმოადგენს საკვერცხეების ფუნქციის შეფასების ერთერთ მეთოდს
ვ
ვაგინიზმი - საშოს შესავლისა და მენჯის ფსკერის კუნთების სპასტიური რეფლექტორული შეკუმშვა, რომელსაც თან სდევს ტკივილი და აძნელებს სქესობრივ კავშირს და გინეკოლოგიურ გასინჯვას
ვაგინიტი - (კოლპიტი) სხვადასხვა მიკრობებით გამოწვეული საშოს ლორწოვანი გარსის ანთება, აგრეთვე მიზეზი შესაძლოა იყოს მექანიკური, ქიმიური და თერმული გაღიზიანებები
ვულვიტი- ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთება
ვულვოვაგინიტი - ქალის გარეთა სასქესო ორგანოების და საშოს ანთება
ზ
თ
ი
იმპლანტაცია – ემბრიონის მიმაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელთან
იმუნოგლობულინები - ცილების კლასი, რომელთაც ახასიათებთ ანტისხეულების აქტიურობა, აღინიშნებიან სისხლის პლაზმაში და მონაწილეობენ ორგანიზმის იმუნიტეტის შექმნაში
ინსემინაცია – ქალის სასქესო ორგანოებში (საშო, საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოს ღრუ) მეუღლის ან დონორის სპერმის შეყვანა დაორსულების მიზნით
კონტრაცეპცია – ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები
ნ
ნეონატალური პერიოდი - ახალშობილის სიცოცხლის პერიოდი დაბადებიდან 28 დღის ჩათვლით
ო
ოვულაცია - საკვერცხეში მწიფე ფოლიკულის გასკდომა, რის შედეგადაც კვერცხუჯრედი ხვდება მუცლის ღრუში, საიდანაც მიემართება საშვილოსნოს მილში და განაყოფიერდება სპერმატოზოიდით. ოვულაცია ორსულობისთვის ერთერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ჩვეულებრივ ოვულაცია ხდება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში.
ოლიგოჰიპომენორეა - მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომელიც ხასიათდება მენსტრუაციის ხანგრძლივობის და გამონადენის შემცირებით
ოლიგომენორეა - მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომელიც ხასიათდება მენსტრუაციული სისხლდენის ხანგრძლივობის შემცირებით
ოოგენეზი - ქალის სასქესო უჯრედის (კვერცხუჯრედის) განვითარება
ოფსომენორეა - მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომელიც ხასიათდება ციკლის გახანგრძლივებით 35 დღეზე მეტი ხნით
პ
პარამეტრიტი - შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედისის ანთება, რომელიც მოთავსებულია საშვილსონოს ყელის ირგვლივ და საშვილოსნოს განივი იოგების ფურცლებს შორის
პერინატალური პერიოდი - ნაყოფის განვითარების 28 -ე კვირიდან ახალშობილის სიცოცხლის მე-7-ე დღის ჩათვლით
პოლიმენორეა - მენსტრუაციის დარღვევა, რომელიც გრძელდება 6 დღე და მეტი
პოლიპი - პათოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც წამოზრდილია ორგანოს ზედაპირზე და უკავშირდება მას ფეხით ან ფუძით
პოსტნატალური პერიოდი - პერიოდი დაბადების შემდეგ
რ
რეპროდუქციული ფუნქცია – გამრავლების ფუნქცია
რეცეპტორი – ნერვული დაბოლოება
ს
სპერმატოგენეზი – სათესლეს უჯრედის განვითარების პროცესი სპერმატოგონიიდან მომწიფებულ სპერმამდე
სალპინგიტი - საშვილოსნოს მილის ანთება
ტ
უ
ფერტილობა – შვილოსნობის უნარი
ქ
ქორიონეპითელიომა - საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ტროფობლასტებიდან
ღ
ყ
ჩ
ც
ცისტა - პათოლოგიური ღრუ ორგანოში, რომლის კედელი წარმოქმნილია ფიბროზული ქსოვილით და ხშირად ამოფენილია ეპითელიუმით ან ენდოთელიუმით
ძ
ჭ
ჯ
ჰ
ჰემატოსალინგსი - სისხლის დაგროვება საშვილოსნოს მილში
ჰიპერმენორეა - მენსტრუაციის დარღვევა, რომელიც ხასიათდება ჭარბი სისხლდენით მენსტრუაციის დროს
ჰიპერპოლიმენორეა - მენსტრუალური ციკლის დარღვევა ჭარბი სისხლდენით და გახანგრძლივებული მენსტრუაციით (6-7 დღეზე მეტ ხანს)
ჰიპოთირეოზი - ფარისებური ჯირკვლის უკმარისობა, რომელიც ხასიათდება ნერვულ-ფსიქიური დარღვევებით, სახის, ტანისა და კიდურების შეშუპებით, ბრადიკარდიით
ჰიპომენორეა - მენსტრუაციის დარღვევა, რომელიც ხასიათდება მცირე რაოდენობით სისხლის გამოყოფით და ნორმალური მენსტრუალური ციკლის შენარჩუნებით
ჰირუდოთერაპია - სამედიცინო წურბელების გამოყენება სამკურნალო მიზნით