alt
კითხვები და პასუხები
კითხვა

უშვილობის მიზეზები ქალში და მამაკაცშიგაგზავნის გვერდიგაგზავნაამოსაბეჭდი ვერსიაამოსაბეჭდი ვერსია

უშვილობის პრობლემები მამაკაცებში

მამაკაცის უშვილობის მიზეზი ძირითადად არასრულფასოვანი სპერმაა, რომელიც "ვერ ახერხებს" კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. მამაკაცის სპერმის შეფასება ხდება მისი მრავალი მაჩვენებლის მიხედვით, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: ეაკულატის მოცულობა, სპერმატოზოიდების რაოდენობა ეაკულატში, კონცენტრაცია, მოძრაობის ხარისხი, მორფოლოგია. სპერმის ცვლილებები კი თავისთავად შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეიროენდოკრინულ, გენეტიკურ, იმუნურ, ანატომოფიზიოლოგიურ და სხვა პათოლოგიებთან.

ანატომიური პრობლემები  

მამაკაცის გასინჯვისას ხდება ისეთი პათოლოგიის გამოვლენა, როგორიცაა ჰიპოსპადია, როცა შარდსაწვეთი მილის გამოსავალი მდებარეობს არა სასქესო ასოზე, არამედ სხვა ადგილას, მაგალითად სათესლე ჯირკვალზე, სათესლე ჯირკვლის შეერთების ადგილას და ა. შ. შედეგად სპერმა არ ხვდება საშოში. აღნიშნული პათოლოგიების მკურნალობა ხდება ქირურგიულად.

იშვიათ შემთხვევაში დიაბეტის ან ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადებების დროს შესაძლებელია ხდებოდეს სპერმის რეტროგრადული ეაკულაცია, როცა სპერმის ნაწილი იღვრება  შარდის ბუშტში. ამ შემთხვევაში უშვილობის მკურნალობა ხდება ინსემინაციის გზით, რისთვისაც სპერმა მოიპოვება შარდში და ტარდება სპეციალური მკურნალობა.

გენეტიკური პრობლემები

ცვლილებები ქრომოსომის სტრუქტურაში.

ამაკაცების დაახლოებით 1-2 %-ში გვხვდება ვაზ დეფერენსის თანდაყოლილი არარსებობა და უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული პათოლოგია დაკავშირებულია გენეტიკურ მუტაციასთან. დაახლოებით 500-დან ერთ მამაკაცს აქვს კლაინეფელტის სინდრომი, რაც იწვევს აზოოსპერმიას.

ენდოკრინული პრობლემები

მაგალითად, ჰიპერპროლაქტინემია, რომელიც ხშირად არის დაკავშირებული იმპოტენციასთან, FSG-ს მაღალი მაჩვენებლები - გერმ უჯრედების აპლაზიის დროს.

ინფექციები

თუ მამაკაცს დაუდგინდა უროგენიტალური ინფექცია, მაგალითად მიკოპლაზმა, ქლამიდია და სხვა, აუცილებელია მოხდეს მათი მკურნალობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი გავლენა მამაკაცის შვილოსნობაზე დღესდღეობით არ არის გარკვეული. 

ვარიკოცელე 

 სათესლე ჯირკვლებთან განლაგებული ვენების გაფართოება, რის გამოც ფერხდება სპერმატოგენეზი, შედეგად სპერმა განიცდის პათოლოგიურ ცვლილებებს, რაც იწვევს უშვილობას.

თუმცა ყველა მამაკაცი, ვისაც აქვს ვარიკოცელე არ არის უშვილო და შესაძლოა ნორმალური სპერმა ჰქონდეს. სტატისტიკური მონაცემებით უშვილო მამაკაცების დაახლოებით 40%-ს აღენიშნება ვარიკოცელე, ხოლო მამაკაცების საერთო პოპულაციაში მხოლოდ 10-15 %-ს.

უშვილობის პრობლემები ქალებში

უშვილობა ქალებში შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • მილების და მენჯის ღრუს ორგანოების პათოლოგიებით (40%);
  • ოვულაციის დისფუნქციით (40%);
  • ანატომიურ ანომალიებით (10%);
  • გაურკვეველი მიზეზით (10%).

შვილოსნობაზე ერთერთ უმნიშვნელოვანეს გავლენას  ახდენს ასაკი. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება დაორსულების შანსი. სტატისტიკური მონაცემებით, 25 წლის ჯანმრთელ წყვილში ერთ სქესობრივ კონტაქტზე დაორსულობის შანსი 25 %  -ია და  რაც მეტია ასაკი, მით ნაკლებია ეს მაჩვენებელი.

 
© რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი