alt
კითხვები და პასუხები
კითხვა

ფერტილოსკოპიაგაგზავნის გვერდიგაგზავნაამოსაბეჭდი ვერსიაამოსაბეჭდი ვერსია
უშვილობა მრავალი წყვილისთვისდ მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს, უშვილო წყვილები ხშირად წლობით დადიან ექიმებთან და თითქოსდა მარტივ კითხვაზე, თუ რა არის უშვილობის მიზეზი, პასუხს ვერ იღებენ. გაუგებარი სიტუაცია იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესს, იკარგება უამრავი დრო და თანხები. ამასთან ცნობილია, რომ ასაკის მარტება თავისთავად ამცირებას დაორსულების უნარს. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დადგინდეს უშვილობის მიზეზი, და შესაბამისად ჩატარდეს მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების შანსს.
  სწორედ ამ მიზანს ემსახურება უშვილობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის უნიკალური მეთოდი - ფერტილოსკოპია, რომლის დროსაც ხდება ქალის იმ რეპროდუქციული ორგანოების დათვალიერება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ დაორსულების პროცესში. ფერტილოსკოპია კომპლექსური გამოკვლევაა, რომელიც მოიცავს:
  • მიკროჰისტეროსკოპიას (ცერვიკალური არხის, საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა);
  • ტრანსვაგინური ჰიდროლაპაროსკოპია (მცირე მენჯის ღრუს, საკვერცხეების, მილების, საშვილოსნოს გამოკვლევა);
  • მიკროსალპინგოსკოპიას (საშვილოსნოს მილის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოკვლევა),
  • რომოპერტუბაციას (საშვილოსნოს მილების გამტარიანობის გამოკვლევა) 

 

ფერტილოსკოპიის აპარატი წარმოადგენს მინიენდოსკოპს ციფრული ვიდეოკამერით, რაც იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას ეკრანზე. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ ფერტილოსკოპიის დროს ხდება მცირე ზომის ვიდეოკამერით ქალის რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნო, მილები, საკვერცხეები და ა. შ) მაქსიმალურად ფიზიოლოგიურ პირობებში დათვალიერება. პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებით. შესვლა ხდება საშოდან. გამოკვლევის ხანგრძლივობაა – 20-30 წუთი, რის შემდეგაც პაციენტი მაშინვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ფერტილოსკოპიის ჩატარებისას რაიმე პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ხდება მათი ოპერაციული მკურნალობა: პოლიპების, შეხორცებების, ენდომეტრიული უბნების მოცილება, ცისტის ამოღება, მილების პლასტიკა - გამტარობის აღდგენა და სხვა. ყოველივე ამის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება დაორსულების შანსი. მრავალი ოპერაცია, მათ შორის პოლიკისტოზური საკვერცხეების დრილინგი, ენდომეტრიული ცისტის მოცილება და ა. შ., რომლებიც ლაპარატომიულად (ანუ მუცლის გაჭრით) ან უკეთეს შემთხვევაში ლაპარასკოპიულად კეთდებოდა, რაც ასევე მოითხოვს საერთო ანესთეზიას სდა სტაციონარულ პირობებს, დღეს შესაძლებელია ბევრ შემთხვევაში ფერტილოსკოპიით გაკეთდეს ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებით, " უსისხლოდ". ფერტილოსკოპიის შედეგად შესაძლებელი გახდა ქალის რეპროდუქციული ორგანოების ისეთი ცვლილებების გამოვლენა, რომელიც შეუძლებელია დაინახო დღეს არსებული რომელიმე სხვა მეთოდით. მაგალითად, პოლიპები ან შეხორცებები მილის სანათურში, წვრილი შეხორცებები ფიმბრიებზე, მილის ლორწოვანი ღრუს ატროფია ხელს უშლის უშლის კვერცხუჯრედის გადაადგილებას და მილი გამტარიც რომ იყოს, ორსულობის შანსი - მინიმალურია, მათი დანახვა კი მხოლოდ ფერტიკლოსკოპიისთაა შესაძლებელი. ფერტილოსკოპიური მეთოდის ასეთი მაღალი დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გამო იმ ქალებში, სადაც უშვილობის გამოკვლევა აღნიშნული მეთოდით ტარდება, იდიოპათიური, ანუ დაუდგენელი მიზეზის უშვილობა პრაქტიკულად არ გვხვდება.

  ფერტილოსკოპია დღეს უშვილობის დიაგნოსტიკის "ოქროს სტანდარტადაა" მიჩნეული და მსოფლიოს წამყვან რეპროდუქციულ კლინიკებშია დანერგილი, მათ შორის ჩვენს კლინიკაში, რომელიც არის პირველი აღმოსავლეთ ევროპაში და  ჯერჯერობით ერთადერთი საქართველოში, სადაც ეს გამოკვლევა ტარდება.

 
© რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი