alt
კითხვები და პასუხები
კითხვა

ხშირად დასმული შეკითხვებიგამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვა
 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  » 
****

წელიწად ნახევარია გათხოვილი ვარ ორსულობა არ ყოფილა,ოვულაცია არ ხდება მულტიფოლიკულიოზი დამიდგინეს,პროლაქტინი მაქვს მაგალი14,7ნორმა რამდენი არის მაინტერესებს ძალიან,ვირუსები არ მაქვს დანარჩენი კველაფერი წესრიგსში არის ციკლი მომდის 35დგესში ერთხელ ანუ ერთი კვირის დაგვიანებით,უკვე ბევრჯერ გამოვგზავნე ეგ კითხვა იქნებ მიპასუხოთ გთხოვთ მეკოლება თუ არა შვილი ამის ფონზე და შევძლებ თუ არა ბუნებრივად დავორსულდე გთხოვთმიპასუხოთ:(((

სალომე, პროლაქტინის ნორმის სტანდარტი ყველა ლაბორატორიას აქვს ინდივიდუალური იმის მიხედვით, თუ რომელ რეაქტივებს ხმარობენ. თუ მენსტრუაცია  35 დღეში ერთხელ რეგულარულად მოგდით, ეს ნორმალურია, თქვენ უბრალოდ 35-დღიანი ციკლი გაქვთ. თუ ოვულაცია არ ხდება და დაადგინეს მულტიფოლიკულოზი, საჭიროა მისი მკურნალობა. არსებობს მულტიფოლიკულოზის მკურნალობის მაღალეფექტური მეთოდი: როცა მკურნალობა ხდება კომბინირებულად ფერტილოსკოპიით და მედიკამენტებით. მკურნალობის შემდეგ დაორსულება ბუნებრივი გზით შესაძლებელია.

(სალომე,თბილისი,)
****

გამარჯობათ.დერმოიდული კისტის გამო ამომაჯრეს მარჯვენა საკვერცხე და რა ტქმა უნდა მილიც,ეხლა მეორე საკვერცხის მილზე მიტხრეს რომ მილის დაბოლოებები რედგენზე კარგად არ ჩანსო და სჰეიძლება მკვდარია უჯრედები და იგიც ამოსაგები გახდესო.ძალიან მესჰინია დამინიშნეს ლაპარასკოპია..ტუ მილი მართლა ამოიგეს მაქვს სჰანსი როგორმე დაორსულების?გთხოვტ მიპასუხოთ,გთხოვთ სასწრაპოდ

გამარჯობათ, დადუკო. დაორსულება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც თუ ერთი მილი და საკვერცხე არსებობს. ქალის რეპროდუქციული ორგანოების და მათ შორის მილების გამოკვლევის საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს ფერტილოსკოპია. თუ ფერტილოსკოპიის დროს მილში გამოვლინდება გარკვეული პათოლოგიები (დახურული მილი, შეხორცებები, შევიწროებული მილი და ა. შ.) შესაძლებელია მათი იმავდროული მკურნალობა.   

(დადუკო,ქუტაისი,)
****

გამარჯობათ...მაქვს 25 დღიანი ციკლი,15 იანვარს მქონდა მენსტრუაცია,10-თებერვალს უნდა მომსვლოდა,გავიკეთე ორსულობის ტესტი,აჩვენებს ერთ ხაზს,გადაცდენა მაქვს უკვე დიდი ხნის,ქვედა მუცლის ყრუ ტკივილები მაწუხებს.შესაძლებელია თუ არა ვიყო ორსულად? მეშინია გარე ორსულობის..რას მირჩევთ,აუცილებელია ექოსკოპია?

გამარჯობათ ნინუცა. საჭიროა გინეკოლოგიური ექოსკოპია და ექიმის კონსულტაცია. არ არის გამორიცხული ორსულობა.

(ნინუცა,თბილისი,)
****

რამოდენიმე ტვეა პეხებზე მაყრის აკა-იკ და სასტიკად მეპხანება ეიმტან არ ვყოპილვარ იმიტომ რომ ვპიკრობდი ალერგია იყო,იკნებ მიტხრატ რა მცჰირს ან რა ვკნა?დავიტანჯე უკვე

გვანცა, მიმართეთ დერმატოლოგს კონსულტაციისთვის.

(გვანცა,ტბილისი,)
****

ჩემს შვილს რომელიც არის 3წლის იტკივებს ფეხებს.სხვადასვა ადგილებზე.დალიან ბევრჯერ გაუსინჯე რევმატიზმზე ანალიზი.არასოდეს არ გამოჩნდა რაიმე დარგვევა.კველაპერი აკვს ნორმაში.სხვადასხვა ადგილას გადავამოწმე.ალბად 5ჯერ მეკნება გაკეთებული.სხვადასხვა დროს.გლანდებიც არ აკვს ჯერჯერობიტ ცუდ მდგომარეობაში.ეკიმს ვეკიტხები რა ვკნა მირჩიეთ როგორ მოვიკცეთკო.ფეხები უმიზეზოდ ხომ არ ტკივათქო.გამიტ იგვიდებს ხოლმე და ტირის.ზოგჯერ დალიან ტკიოდა და ცხელ წყალში ჩავადებიე პეხები და გაუარა.ინდომეტაცინის მალამოს უსვავ ხოლმე.რას მირჩევდით.როგორ მოვიქცე.

ნანა, მიმართეთ პედიატრს.

(ნანა,თბილისი,)
****

ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ შეკითხვაზე.მკავს 7წლის გოგონა.ეკიმმა დაუდგინა ყბაყურას ბატონები.8დგე გავიდა მას შემდეგ.ანტიბიოტიკი დაუნიშნა კოკლავი 7დგე.5დგეა უკვე ვადლევ ანტიბიოტიკს. ტემპერატურა კიდევ აკვს 37და 2.პირველ დგეებში 38და 7კონდა.რამდენი ხანი შეიდლება გაგრდელდეს კიდევ ტემპერატურა.დალიან ვნერვიულობ.ცალ მხარეზე კონდა შესიებული,ყური ტკიოდა.თავი ეხლაც ტკივა ხანდახან.სისუსტის შეგრდნება.როგორ მოვიქცე.

ნანა, მიმართეთ ბავშვის მკურნალ ექიმს.

(ნანა,თბილისი,)
****

გამარჯობატ ვარ 19 წლის 4 თვეა რაც გავთხოვდი და არ დავფეხმძიმებულვარ..... საშვილოსნო მაქვს გადახრილი და ექიმებმა მითხრეს რო დავფეხმძიმებაში ხელს შეგიშლისო და რამდენად მართალია თუ შეგიძლიათ რომ გამარკვიოთ მაგაში ...და რა უნდა ვქნა მაგისთვის?

ელენე, საშვილოსნოს გადახრა წარმოადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებას და ორსულობას ხელს არ უშლის.

(ელე,თბილისიი,)
****

გამარჯობა, მაინტერესებს მენსტრუაციის შეწყვეტის დღეს სქესობრივი აქტისას რამდენად შესაძლებელია დაფეხმძიმება?

გამარჯობათ, დაორსულება შესაძლებელია ოვულაციის დღეს, რომელიც ხდება ციკლის შუა პერიოდში. მაგალითად, 28-დღიანი ციკლის შემთხვევაში მენსტრუაციის დაწყებიდან დაახლოებით მე-14 დღეს.

(ანატი,თბილისი,)
****

ჩემს მეუღლეს დაუდგინდა სპერმა 0 %. მაიტერესებს რამდებადაა შესაძლებელი რომ გაგვიჩნდეს შვილი???? მკურნალობა თუა შედეგიანი???

ლიზი, თუ სპერმა არ შეიცავს სპერმატოზოიდებს, ფიზიოლოგიური გზით დაორსულება პრაქტიკულად შეუძლებელია. ხელოვნური განაყოფიერება სინჯარაში ICSI მეთოდით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის შედეგად ან ბიოფსიით იქნება მიღებული რამდენიმე ნორმალური სპერმატოზოიდი.

(ლიზი,თბილისი,)
****

გამარჯობათ. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან საშვილოსნოს ყელი გადახრილი მაქვს ცოტათი უკან და მარჯვნივ.მაინტერესებს დაორსულებაში შემიშლის თუ არა ხელს?ან მეუღლესთან ცხოვრების შემდეგ უნდა დავწვე მუცელზე თუ პირიქით ზურგზე დამუხლები მუცელთან მივიტანო?გეხვეწებით მიპასუხეთ რა გავაკეთო?

გამარჯობათ ნინო. საშვილოსნოს ყელის გადახრა წარმოადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებას და ხელს არ უშლის დაორსულებას.

(ნინო,თბილისი,)
****

გამარჯობა, მადლობა პასუხისთვის, საშვილოსნოს დაწევა არის მესამე ხარისხის, ერთმა ექიმმა მითხრა რომ აუცილებლად საკეისროა საჭირო, მეორე ამბობს რომ ბუნებრივად შემიძლია მშობიარობა, მაინტერესებს ამ დროს კიდევ უფრო ხომ არ დაიწევს და გამოვარდება საშვილოსნო? ოპერაცია რა სახის შეიძლება გაკეთდეს და მშობიარობიდან რამდენ ხანში?

გამარჯობათ მარიამ, მშობიარობის ტაქტიკა უნდა განსაზღვროს მეან-გინეკოლოგმა, რომელიც თქვენ გამშობიარებთ. მშობიარობის შემდგომ პერიოდში შემდეგ რა სახის ოპერაცია გაკეთდება და რამდენ ხანში დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის მშობიარობის გამოსავალზე.

(მარიამ,ქარელი,)
****

მენსტრუაცია გადამიცდა ერთი კვირით ტესტი გავიკეთე და ორსულობას მიჩვენებს.შეიძლება ტესტი ტყუოდეს?გადაცდენა ჯერ არ მჯონია ეს პიტველი სჰემტხვევაა,

მაია, ზუსტი დიაგნოსტირებისთვის გირჩევთ მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ გინეკოლოგიური ექოსკოპია.

(მაია,მცხეთა,)
****

სექს-სტეროიდ შემაკავშირებელი გლობულინი მაქვს ნორმაზე მაღალი, 147, იქნებ განმიმარტოთ რას ნიშნავს ეს?

ელისაბედ, აღნიშნული ჰორმონი უნდა განვიხილოთ პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან და სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან გამომდინარე.

(ელისაბედ,თბილისი,)
****

გამარჯობათ,მაინტერესებს სრულყოფილი პასუხი.მე მაქვს მესამე უარყოფითი სისხლი,მეუღლეს პირველი დადებითი,უშლის თუ არა ეს სრულფასოვან ორსულობას ხელს...ვიყავი ორსულად და ორი თვის ნაყოფი მომეშალა,სისხლის ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეს ამასთან კავშირი?და თუ კიი,მაშინ რა ხერხს უნდა მივმართო?დიდი მადლობა წინასწარ :*:*

გამარჯობათ ნინი, შემდეგი ორსულობა უნდა დაიგეგმოს ექიმის მეთვალყურეობით და ორსულობის მე-8 კვირამდე განისაზღვროს სისხლში ანტიერითროციტარული ანტისხეულები, დანარჩენს ექიმი მოგახსენებთ.

(nini,თბილისი,)
****

გამარჯობათ! ჩავიტარე საორსულო ტესტი და 2ხაზი მიჩვენა,ერთი საკონტროლო და მეორე ცოტა მოშორებით გაჩნდა და შეიძლება დადებითად ჩავთვალო????ტესტი ავერსში შევიძინე.... მადლობთ წინასწარ

მარი, გამარჯობათ. ზუსტი დიაგნოსტირებისთვის გირჩევთ მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ გინეკოლოგიური ექოსკოპია ციკლის 10 დღით გადაცდენის შემთხვევაში. 

(მარი,თბილისი,)
****

დიდი მადლობა სრულყოფილი პასუხისთვის ... ბოდიშ კი გიხდით ამდენი კითხვებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ნათელი წერტილი თქვენ ხართ :) . 6 წლის გათხოვილი ვარ, მესამე წელს იყო ორსულობა დავდიოდი ორსულობის პერიოდში ჰერაში. მარინა დარჩიაშვილთან ვისიც ძალიან უკმაყოფილო ვარ. სამითვის ნაყოფი სახლში ჩამომივარდა. ორსულობის დროს მქონდა დენებიც ხან ვარდისფერი ხან ყავისფერი(მეუბნებოდა გემატომებს)ამასთანავე 100%-ან იმედს მაძლევდა.მაგრამ, უშედეგოდ. თამაზი გოგიტიშვილმა გამიკეთა აბორტი, მითხრა გამოგტუმბე არ გამომიპხეკიხარო . მისმერე ახალი არაპერია :( ეხლა ოთხი თვის ცინ დავდიოდი თათია ტუღუშთან გამიკეთა ინსემინაცია,მაგრამ უშედეგოდ.მერე გამიშვა ხატიაშვილთან მუცლის გრუს დასათვალიერებლად და მილების გასაწმენდათ. მაგრამ არიცოდა მჭირდებოდა თუ არა მილების გაწმენდა. არ მომეწონა თათიას მიმრთულება და დავანებე თავი. ორი კვირის წინ გადავიგე მილები და გამტარიმაქვს უბრალოდ ცოტა მოდუნებუ და ვარჯიში უნდა. მითხრა თათიამ კიდე პოლუკისტოზი,მაგრამ მე ვიცი ქალებს პოლუკისტოზი კიარა უშველებელი კვანზები აქვთ და ისინი რჩებიან. აუცილებელია ეს პერტილოსკოპია? ანალიზები ყველა გამიკეთა ციტოში, მაგრამ ვირუსები არ გაუკეთებბია . ესე ბრმად თუ არიცი ვირუსი აქვს თუ არა შეიზლება პერტილოსკოპია?იქნება არმჭირდება. მენსტროაციული ციკლი ყოველთვის მაქვს. ფოლიკულიც მისკდება , მაგრამ ხან დაჩირდა პრეგნილის შეშველება.(მეუგლეს კარგი მდგომარეობა აქვს)... მოკლედ არვიცი რაგახდა ჩემთვის ერთი ღვთისნიერი ადამიანი რო ერთხელ და სამუდამოდ მეშველოს და ნერვებიც დამიმშვიდდეს რომელიც უკვე აგარ გამაჩნია. ბატონ ვანოზე ზალიან ბევერი კარგი მსმენია და ვფიქრობ მოსვლას უბრალოდ თავში არეულობა მაქვს ამდენი იმედ გაცრუების შემდეგ. გმადლობთ წინასწარ :( :*

ეთუნა, გმადლობთ შეკითხვისთვის. თანამედროვე სტანდარტით და ასევე ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით (2002 წლიდან ვაკეთებთ ფერტილოსკოპიას), ქალს, რომელსაც აწუხებს უშვილობა, რეკომენდირებულია ჩაიტაროს ფერტილოსკოპია, რადგან მხოლოდ ამ მეთოდით შესაძლებელია რეპროდუქციული ორგანოების ისეთი ცვლილებების დიაგნოსტირება, რომელთა გამოვლენაც შეუძლებელია დღეს არსებული რომელიმე სხვა მეთოდით. მილი შეიძლება იყოს გამტარი, მაგრამ ჰქონდეს მიკროშეხორცებები ღრუში ან ფიმბრიებზე (ფიმბრიები - მილის დაბოლოება, საიდანაც შედის კვერცხუჯრედი მილში), ასევე შესაძლებელია იყოს ისეთი ცვლილებები საშვილოსნოს ღრუში და/ან საკვერცხეებზე, რომლებიც ხელს უშლიან დაორსულებას. ფერტილოსკოპიის დროს დიაგნოსტიკასთან ერთად ხდება გამოვლენილი პათოლოგიების კორექცია, მათ შორის თქვენს მიერ ნახსენები პოლიკისტოზური საკვერცხეების დრილინგი. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონებზე: 230-50-60/55; 595-51-60-60. მინდა გითხრათ, რომ ფერტილოსკოპიით მკურნალობის შედეგად 1500-დე ბავშვი დაიბადა, მათი სურათები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს კლინიკაში და ასევე დაათვალიეროთ ფეისბუქზე: center for reproductive medicine and infertility. გისურვებთ ჯანმრთელობას და შედეგიან მკურნალობას :))

(ეთუნა,თბილისი,)
****

გამარჯობათ. მაინტერესებს ყავისფერი ჩამონაშალი რისი მიმანიშნებელია :( გმადლობთ წინასწარ

გამარჯობათ ეთუნა, ყავისფერი ჩამონაშალი შეიძლება დაკავშირებული იყოს მრავალ ფაქტორთან, მათ შორის ოვულაციასთან, რეტენციულ კისტასთან, ენდომეტრიოზთან და ა. შ. მიზეზის დასადგენად გირჩევთ მიმართოთ ექიმს. 

(ეთუნა,ნებიერიძე,თბილისი,)
****

როცა ქალსაც და მამაკაცსაც სისხლის ჯგუპი პირველი დადებითი აქვთ ბავშვი ეყოლება თუ არა და დაპეხმძიმების შემთხვევაში იქნება თუ არა ის ჯანმრთელი.

ნინო, აღნიშნულ ფაქტს შვილოსნობისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

(ნინო,ქუთაისი,)
****

გამარჯობათ. დამიდგინდა მილის შეწყვეტილი ორსულობა.თქვენ ვებ გვერდზე წავიკითხე რომ შესაძლებელია ამ პრობლემის ოპერაციის გარეშე მოგვარება. თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რა მეთოდით ხდება ეს ან ვის უნდა მივმართო თქვენს კლინიკაში ამ საკითხთან დაკავშირებით. მადლობა

გამარჯობათ ტატა, დიახ, ჩვენს კლინიკაში ხდება საშვილოსნოსგარე ორსულობის მკურნალობა ოპერაციის გარეშე. თუ პაციენტი დროულად მოგვმართავს, ვმკურნალობთ მედიკამენტებით, რომლის დროსაც ხდება ქორიონის ”გაწოვა”. ეს მეთოდი აპრობირებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში. აღსანიშნავია ის, რომ პაციენტს არ სჭირდება ოპერაცია და კვერცხსავალი მილიც უნარჩუნდება. საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მოგვმართოს იმისათვის, რომ დროულად დავიწყოთ მკურნალობა. არის ე. წ. ”დაგვიანებული” შემთხვევები, როცა საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, ამას განსაზღვრავს ექიმი, რომელიც დაადგენს დიაგნოზს. ჩვენი მისამართია: ქავთარაძის ქ. 16, ტელ: 230-50-60; 595-51-60-60.

(ტატა,თბილისი,)
****

გამარჯობათ. ვმკურნალობ უშვილობაზე .მილები გამტარი მაქვს მაგრამ მოდუნებული როგორც ეს მითხრეს . ზალიან დავიგალე ფიქრით და მინდა გადავწყვიტო ბატონ ვანოსთან მოსვლა. ბევრი კარგი მსმენია. თუ შეგიზლიათ მიპასუხოთ რას ნიშნავს როდესაც ქალის ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონი ჭარბობს. გმადლობთ წინასწარ ...

გამარჯობათ ეთო, ალბათ ექიმები გულისხმობენ იმას, რომ ტესტოსტერონის რაოდენობა სისხლში არის მაღალი. ტესტოსტერონს მამაკაცის ჰორმონს უწოდებენ, რადგან ფიზიოლოგიურად ის მამაკაცის ორგანიზმში შედარებით დიდი რაოდენობითაა, ქალის ორგანიზმში კი მისი შემცველობა შედარებით დაბალია. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან, წინასწარ დაგვირეკეთ ტელეფონებზე: 230-50-60/55; 595-51-60-60. წარმატებებს და შედეგიან მკურნალობას გისურვებთ.

(ეთო,თბილისი,)
 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  » 
 
© რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი