alt
კითხვები და პასუხები
კითხვა

ხშირად დასმული შეკითხვებიგამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვა
 «  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  » 
****

მოგესალმებით.ერთი სჰეკითხვა მაქვს,ეხო გადავიგე იმ რიცხვსჰი როცა ველოდებოდი მესტურაციას და მითხარ ეხომ რომ ენდომეტრიუმი გაქვს8,5სმ და 3დგესში გასქელდება და მოგივაო,მას სშენდეგ 7დგე გავიდა და ჯერ არ მომსვლია,ცოტა ქვედა მუცელი მტკივა მციცკნის ხოლმე,და სჰეიდზლება ეომ ვიყო პეხმზიმედ?ტესტი არ გამიკეტებია.მიპასუხეტ გთხოვთ...

გამარჯობათ თიკო, ორსულობა გამორიცხული არ არის, მიმართეთ ექიმს, რადგან უკვე 3 დღეზე მეტი გავიდა.

(თიკო,თბილისი,)
****

გამარჯობათ.მაქვს ერთი კითხვა,გადამისჰორდა უკვე 7დგეა,ცოტა ქვედა მუცელი მტკივა ხანდახან,მაინტერესებს პეხმზიმედ რომ ვიყო არის სჰესდზლებელი?გულის რევები და ასეტი რამ ჯერ არაპერი მაქვს გტხოვ მიპასუხოტ...

ყველაფერი შესაძლებელია ფატი. მიმართეთ ექიმ გინეკოლოგს. 

(ფატი,ქუტაისი,)
****

7 წელია გათხოვილი ვარ.ფეხმძიმედ საერთოდ არ დავრჩენილვარ.5 წლის წინ ჩემს მეუღლეს დაუდგინდა კრიპტოზოოსპერმია.მაშინათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური განაყოფიერება,რისი საშუალებაც ჩვენ არ გვქონდა.წელს ვიყავით ინ-ვიტრო კლინიკაში.ჩემს მეუღლეს დაუდგინდა აზოოსპერმია,შემოგვთავაზეს ბიოფსიის გაკეთება,რაზეც ის წინააღმდეგ წავიდა.მაინტერესებს მკურნალობით გვაქვს რამე შანსი ინ-ვიტროსთვის მდგომარეობა,რომ გაგვიუმჯობდეს?ან ვინ არის საქართველოში ძლიერი ანდროლოგი,ვის მივმართოდ?ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ.წინასწარ გიხდით მადლობას.

მოგესალმებით ქეთი. ბიოფსია წარმოადგენს ერთერთ საშუალებას იმისათვის, რომ რამდენიმე ცოცხალი სპერმატოზოიდი მოიპოვონ ხელოვნური განაყოფიერებისთვის. 

(ქეთი,ფოთი,)
****

5 clis cin gavikete operacia,sashvilosnos gare orsuloba,da gadavikete milebi,momavali pexmdzimobis tavidan asacileblad,rasac dzalian vnanob, mainteresebs maqvs tu ara shansi tundac minimaluri rom shevdzlo bavshvis gahena,an raime saoperacio harevit an xelovnuri ganakopierebit,tundac minimaluri,dzalian gtxovt mipasuxet,,,, didi madloba cinascar da imistvisac rom tqven arsebobtt

გამარჯობათ, ნათია. ოპერაციულად დახურული მილების გახსნა სამწუხაროდ, პრაქტიკულად შეუძლებელია. ორსულობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით. 

(natia,qutaisi,)
****

ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ამ კითხვაზე! 11 აპრილს გავიკეთე სალპინგოგრაფია. 17 აპრილს მქონდა სქესობრივი ურთიერთობა ქმართან და გავხდი ორსულად. ძალიან ვნერვიულობ, ეს რამე ანომალიებს გამოიწვევს ბავშვზე თუ აუცილებლად უნდა მოვიშორო? ოთხი წელია გათხოვილი ვარ და არ ვხდებოდი ორსულად. წინასწარ გიხდით მადლობას

გილოცავთ ნანატრ ორსულობას :)  ისევე, როგორც ყველა ორსულს, გირჩევთ მიმართოთ გინეკოლოგს კონსულტაციისთვის, რათა დაგეხმაროთ ჯანმრთელი ორსულობის განვითარებაში. 

(ინდირა,ქობულეთი,)
****

გამარჯობა..მაქვს ესეთი შეკიტხვა ქალბატონო.3 წელია გატხოვილი ვარ მაქვს სოკო.მაგრამ ამაზე არ გწერთ.ეს ბოლო 4 თვეა ყოველ მენსტრუაციის დაწყების წინა 1 კვირის პერიოდში მეწყება შარდის ბუშტის ანთება,ამ კვირაშიც მქონდა და თან საგანგაშო ის იყო რომ სისხლი ჰყვებოდა და ძალიან შემეშინდა.გთხოვთ გამარკვიოთ რა მოხდა და რამდენად საშიშია ან არმ გამოიწვია ეს შბ.ანთება? და რა დავლიო ხოლმე ძალიან მტკივა ხოლმე დამეხმარეთ გთხოტ

მოგესალმებით, ნენსი. გჭირდებათ გინეკოლოგის კონსულტაცია და გარკვეული გამოკვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს აღნიშნული სიმპტომების მიზეზი. 

(ნენსი,...,)
****

გამარჯობათ..თუ შეიძლება მიპასუხეთ..... მე-5 წელია მკურნალობ უშვილობაზე...მეუბნებიან ყვითელი სხეულის ნაკლებობა გაქვსო..მკურნალობის შედეგად ამ თვეში მენსტრუაციის მოსვლიდან 12-13 დღის განმავლობაში ბაზალური ტემპერატურა მაქვს 36.6-36,7...ხოლო შემდეგ კი 37 გრადუსი ციკლის მოსვლამდე...როგორ ფიქრობთ შეიძლება თუ არა ამ სიტუაციაში დაფეხმძიმება?

გამარჯობათ რუსუდან, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გაგცეთ. უმჯობესი იქნება თუ მობრძანდებით ჩვენთან ექიმის კონსულტაციაზე, შევეცდებით დაგეხმაროთ. კეთილი სურვილებით :)

(რუსუდან,ქუთაისი,)
****

გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო ნება მიბოძეთ ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ და შეკითხვით მოგმართოთ. სამი წელია გათხოვილი ვარ და შვილი არ მიჩნდება, ჩემი და ჩემი ქმრის ოცნებაა ბავშვი, უკვე ლამისაა დეპრესიაში ჩავარდე. ორჯერ ვიყავი ფეხმძიმედ, მაგრამ მომეშალა. სისიხლის მიმოქცევის მოშლა დამიდგინდა. ვინაიდან და რადგანაც მე ქალაქ თბილისში არ ვიმყოფები, მინდოდა თქვენთვის მეკითხა. შეუძლებელია, რომ ამ ასაკში ქალმა ბავშვი გააჩინოს? ჩემი მეუღლე 50 წლისაა. თუ დავუშვათ თქვენთან ფერტილოსკოპია და ინსემინაცია დაგვჭირდა, რამდენი დღე დაგვჭირდება და შეიძლება თუ არა მერე თვითმფინავით მგზავრობა? გვაინტერესებდა სულ რა გამოკვლევები დაგვჭირდება და დაახლოებით რა თანხა დაგვიჯდება? ვიმედოვნებ უყურდაღებოდ არ დატოვებთ ჩემს შეკითხვასა და თხოვნას, პატივისცემით მაია

მოგესალმებით მაია. თუ საკვერცხეები ფუნქციონირებს, თქვენს ასაკში დაორსულება და მშობიარობა შესაძლებელია, თუმცა ცნობილია, რომ რაც მეტია ასაკი, მით ნაკლების დაორსულების შანსი. ფერტილოსკოპია ტარდება ერთ დღეში, უმჯობესია ციკლის პირველ ფაზაში. კარგი იქნება თუ წინასწარ დაგვირეკავთ ტელეფონზე: 595-51-60-60 და ისე დაგიგეგმავთ გამოკვლევებს, რომ მინიმალური დრო დახარჯოთ. წარმატებებს და შედეგიან მკურნალობას გისურვებთ :)

(მაია,თბილისი,)
****

მაქვს ენდომეტრიუმი 8,3სმ და რამდენად სასშიშია ეგ.უკვე 11თვის გათხოვილი ვარ და ჯერ არ ვარ ფეხმზიმედ.

ფატი, გამარჯობათ. მენსტრუალური ციკლის მანძილზე ენდომეტრიუმის სისქე იცვლება და ეს ნორმალურია, ამიტომ მისი შეფასება ხდება დინამიკაში. ციკლის გარკვეულ დღეს ენდომეტრიუმი შესაძლოა იყოს 8.3 მმ.

(ფატი,ქუთაისი,)
****

2 წელია რაც გავთხოვდი,ფეღმძიმობა არ მქონია გავიკეთე გამოკვლევა მქონდა პოლიპი და გავიკეთე ლაპარასკოპია პოლიპი მოვიწვი.ასევე იმკურნალა მეუგლემაც.ეხლა ყველაფერი კარგად გვაქვს მაგრამ მაქვს ესეთი პრობლემა ციკლის მოსვლამდე 5 დღით ადრე მეწყება საშინელი ტკივილი და მეშლება მუცელი.ტესტს ვიკეთებ მაშინვე და დადებითს მიჩვენებს.გთხოვ დამეხმარეთ რა იწვევს ამ საშინელ პრობლემას.

გამარჯობათ ეკა, იმისათვის, რომ დაგეხმაროთ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში კონსულტაციაზე.

(ეკა,საჩხერე,)
****

გამარჯობა! 8 კვირის ვადაზე შემიწყდა ორსულობა (პირველია) ნაყოფი მომაშორეს(1/05/2012) არანაირი ანალიზი არ გამიკეთებია. მაინტერესებს რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო, რომ დავადგინო მიზეზი, რამ გამოიწვია ორსულობის შეწყვეტა და როდიდან არის სასურველი გამოკვლევების დაწყება. მინდა მომავალი ორსულობისთვის მოვემზადო. თქვენს კლინიკაში რა თანხებთანაა დაკავშირებული ყველა ეს გამოკვლევა? წინასწარ გიხდით მადლობას.

გამარჯობათ ნინო. საჭიროა გარკვეული გამოკვლევების ჩატარება და პროფილაქტიკური მკურნალობა ორსულობის დადგომამდე და შემდეგ, რათა მინიმუმამდე შევამციროთ ორსულობის თვითნებითი მოშლის შანსი. უმჯობესია, თუ მობრძანდებით ციკლის დაწყებიდან მე-5 დღეს, დაგჭირდებათ: გინეკოლოგიური ექოსკოპია (50 ლ) და ნაცხის ბაქტერიოსკოპია (25 ლ). სავარაუდოდ დაინიშნება ექომონიტორინგი ორსულობის დაგეგმვის მიზნით - დაახლოებით 20-დან 60 ლარამდე. 

(ნინო,თბილისი,)
****

გამარჯობა.ვმკურნალობ ერთერთ კლინიკაში და ჩავაბარე ჰორმონებზე ანალიზი,ერტი სიტკვიტ მე და ჩემს მეუგლეს გვაკვს ყველაპერი წესრიგში,და არგამიკეთებია მილების გამტარიანობა,მინდა თკვენს კლინიკაში მოსვლა და მაინტერესებს რა თანხა ჯდება,თკვენს საიტზე წავიკითხე და მაინტერესებს თითოეულის ფასები რაჯდება.მიკროჰისტეროსკოპიას (ცერვიკალური არხის, საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა); ტრანსვაგინური ჰიდროლაპაროსკოპია (მცირე მენჯის ღრუს, საკვერცხეების, მილების, საშვილოსნოს გამოკვლევა); მიკროსალპინგოსკოპიას (საშვილოსნოს მილის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოკვლევა), ქრომოპერტუბაციას (საშვილოსნოს მილების გამტარიანობის გამოკვლევა) გმადლობთ

მოგესალმებით შორენა. თქვენს მიერ ჩამოთვლილი გამოკვლევების კომპლექსური ჩატარება ჯდება 1735 ლარი, ამ თანხაში შედის ასევე საოპერაციო ჩარევები, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ, მაგალითად გაუმტარი მილების გახსნა, შეხორცებების, პოლიპების, ენდომეტრიული უბნების მოცილება და ა. შ., ასევე ექოსკოპიური და ლაბორატორიული გამოკვლევები. 

(შორენა,თბილისი,)
****

გამარჯობათ,გავიკეთე კიმოპერტუბაცია,დასკვნა ასეთია:საშვილოსნოს მილები გამტარია,ფუნქციური აქტივობა დაქვეითებულია,კუმშვადობის ამპლიტუდა დაქვეითებულია,შეკუმსვათა სიხშირე შემცირებულია.დისკორდინაცია.მაინტერესებს მოხდება თუ არა ორსულობა?მადლობა წინასწარ.

გამარჯობათ მაკა. თანამდროვე რეპროდუქციულ კლინიკებში ფალოპის მილების გამოკვლევის მიზნით ტარდება სალპინგოსკოპია, რომლის დროსაც ხდება მილის ღრუს ენდოსკოპიური გამოკვლევა და მისი მიკროსკოპული დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში კი საოპერაციო ჩარევა, მაგალითად გაუმტარი მილის გახსნა, შეხორცებების მოცილება და ა. შ. კიმოპერტუბაცია მოძველებული მეთოდია და ამიტომ გვიჭირს მისი მონაცემების შეფასება. 

(მაკა,თბილისი,)
****

გამარჯობათ. მაინტერესებს თქვენი რჩევა.19 წლის ასაკში გავთხოვდი და ეგრევე დავფეხმძიმდი.ნერვიულობისაგან 6 თვის მუცელი მომეშალა.ხელმეორედ გავთხოვდი და 1,5-რია ვერ ვფეხმძიმდები.ოვულაცია დგება,მაგრამ ორსულობა არ დგება.მეუღლეს ყველაპერი წესრიგში აქვს.გთხოვთ მომწეროთ როგორ მოვიქცე.წინასწარ დიდი მადლობა.

მოგესალმებით ნინო. საჭიროა ექიმი-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია. შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ოთხშაბათობით ექიმის კონსულტაცია უფასოა. წარმატებებს გისურვებთ :)

(ნინო,ბათუმი,)
****

გამარჯობათ!ბოდიშით გაწუხებთ მაგრამ მეც ძალიან ვწუხვარ ჩემი მკურნალობის გამო,3 თვეა რაც ფერტილოსკოპია გავიკეტე სჰედეგი არანაირი არა და თანხის გამო აპრილის მერე ვეგარ ვაგრდძელებ მონიტორინგებზე სიარულს,გმერთს მივანდობ აწი თავს და გული მწყდება ასეთ დგეში რომ ვარ,როგორც ექიმები მეუბნებიან ყველაფერი კარგად გაქვსო მაგრამ შედეგი მაინც არაფერია,

მოგესალმებით მაია. ძალიან სამწუხაროა, რომ ფერტილოსკოპიის შემდეგ მონიტორინგებს აცდენთ. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს კონტაქტების დაგაგმვა იმ დღეებში, როცა ორსულობის შანსი მაღალია.  ერთი ციკლის მანძილზე მონიტორინგის საფასური შეადგენს დაახლოებით 20-დან 60 ლარამდე თანხას.  

(მაია,თბილისი,)
****

გმადლობტ ქალბატონო მამნანა პასუხისათვის, თქვენტან დავდივარ მონიტორინგზე შეძლებისდგვარად, საკვერცხეები როგორც მითხრრეს მუშაობს ნორმალურად, მაქვს ოულაციაც, მეურლესაც გაკეთებული აქვს სპერმული გამოკვლევა და არაფერი არ აღმოაჩდა.მითხრეს რომ უნდა გავიკლეთო შეთავსების ტესტი ამიტომ მაინტერესებს რა დროს და როგორ გავიკეთო რა პროცედურაა საჭირო. გმადლობთ.

გამარჯობათ ეკა, ტესტი შეთავსებაზე ტარდება ოვულაციის დროს. როცა მობრძანდებით მონიტორინგზე, მომმართეთ და დაგიგემავთ ტესტის ჩატარების დღეს. შეგიძლიათ წინასწარ დამირეკოთ ტელეფონზე: 595-51-60-60. წარმატებებს გისურვებთ :)

(ეკა,საჩხერე,)
****

გამარჯობათ. გაცუხებთ უშვილობასთან დაკავშირებიტ.მკონდა პირველი მშობირობა 1994 წელში.მის შემდეგ მქონდა 1ოსულობა 2ტვემდე და თვინებური აბორტით დამთავრდა.გავიკეთე 3წელია მილების რაპარასკოპიური ოპერაცია მქონდა ტუბოპერიტონუზური შეხორცებები. შემდეგ ფოლიკული ტავისიტ ბოლომდე ვერ მციპდებოდა და ვსვავდი მაგისტვის კლოსტილბეგიტს 12 დგეს კი ვიკეტებდი გონადოტროპინ ხორიონიჩესკიი ნემს1000ედ.სჰემდეგ აგმომაჩნდა 4 ვირუსი-ხერპესი ციტომეგალო,ხლამიდია,ტიკსოპლაზმა.ვიმკურნალეთ ცოლკმარმა.ეკიმმა პოლიკულზე აგარ გჩირდება ცამალიო ვირუსიც არა გაკვსო.მეუგლეს სპერმოგრამის ანალიზი გაკეტებული აკვ და კველაპერი ნორმაში აკვს.ეკიმმა აცი გელოდები ორსულსო ვირუსიდან რო განვიკურნე მაგრამ ცელი გავიდა და ისევ შედეგი არ მაკვს.გთხოვთ დამეხმაროთ როგორ მოვიქცე აგარ ვიცი ვის მივმართო იკნებ გზაზე დამაყენოთ როგორ მოვიქცე უნდა მკონდეს შვილის ყოლის იმედი.?გთხოვთ მიპასუხეთ. გმადლობტ

გამარჯობათ ეკა, თქვენ გჭირდებათ ექიმი-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია, რომელიც მოგცემთ სათანადო რეკომენდაციებს და დაგეხმარებათ უშვილობის პრობლემის მოგვარებაში. ჩვენს კლინიკაში 1 ივნისამდე ტარდება ექიმის უფასო კონსულტაციები ყოველ ოთხშაბათს და შეგიძლიათ მობრძანდეთ. წარმატებებს გისურვებთ :)

(ეკა,ბათუმი,)
****

20 აპრილს ნაადრევი მშობიარობიტ დავკარგე 17 კვირის ნაკოპი.როგორც ამიხსნეს ჰიპერტონუსია,და ამავე დროს ფიბრომატული უკანა კედელზე განლაგებული 161 მმ იანი კვანდია მიზეზი.სასჰვილოსნო არის სუპტა,მაკვს ტუ არა შანსი დაორსულების.ეს პირველი ორსულობა იკო

გამარჯობათ, ლია. გირჩევთ მიმართოთ ექიმს, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეხმარებათ შემდგომი ორსულობის დაგეგმვაში. ჩვენს კლინიკაში  წარმოებს გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ასევე ორსულთა მონიტორინგი. გაგვაჩნია მოსალოდნელი თვითნებითი აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობის თანამედროვე მეთოდებით მკურნალობისა და პროფილაქტიკის დიდი გამოცდილება. შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ, ვმუშაობთ ყოველდღე კვირის გარდა. გისურვებთ ჯანმრთელობას :)

(ლია,თბილისი,)
****

ამარჯობა, ჩემი მეუღლე არის 31 წლის, 2 წლის წინ გაუკეთდა ვარიკოცელეს ოპერაცია, მაგრამ შედეგი არა აქვს.განმეორებითი გამოკვლევის შემდეგ დაუდგინდა ოლიგოასცენოტერატოზოოსპერმია,კვლავ ჭირდება ვარიკოცელეს ოპერაცია.გთხოვთ, განმიმარტოთ რაში მდგომარეობს ეს დაავადება და იკურნება თუ არა სათანადო მკურნალობის შემდედ.კიდევ, განკურნების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი გზით დაორსულება. წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის.

გამარჯობათ ნინო, მთავარია შეფასდეს აღნიშნული სპერმის განაყოფიერების უნარი. ვარიკოცელეს ოპერაცია ყოველთვის არ იძლევა შედეგს. იმისათვის რომ დაგეხმაროთ, უნდა ვნახოთ თქვენი მეუღლის სპერმოგრამის მონაცემები სრულად. შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ იმეილზე: mananamg@yahoo.com ან უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში.

(ნინო,ხაშური,)
****

მკერდიდან დედაჩემს 43 წლის ქალს აქვს ვარდისფერი გამონადენი,და შიგნით აქვს ტკივილის შეგრძნება გთხოვთ განმიმარტოთ რომელ დაავადებასთან გვაქ საქმე

გამარჯობათ თეონა. მიმართეთ ექიმ მამოლოგს.

(თეონა,ქუთაისი,)
 «  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  » 
 
© რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი