| « 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 » | | **** | მეუღლეს აღმოაჩნდა ე.წ. სპერმის შეწებება. პირველი ორსულობა შეწყდა 20 კვირის, მეორე დაიბადა 35 კვირის საკეისრო კვეთით მაგრამ 1 თვის დაიღუპა. შეიძლება ეს, ასეთი სპერმის ბრალი იყოს? და კიდევ სისხლიAსA და სპერმაAსA აქვს აწეული. დიდი მადლობა. | თუ ორსულობა ხდება, აღნიშნული პრობლემები სპერმის ”ბრალი” არ არის. | | (ნანა,გორი,) | | **** | მოგესალმებით...ვარ 26 წლის ციკლი მქონდა ყოველთვის 4 დღიანი ...უკვე ბოლო 5 თვეა რაც ციკლი გამიხდა 1 დღიანი და თან ძალიან ცოტა მომდის...,ამავე დროს საკვერცხეებს შუაში რაღაც მიფეთქავს ხოლმე,არა მხოლოდ ციკლის დროს ისედაც,მაქვს მეორადი უშვილობა და მე მაინტერესებს ციკლის ცვალებადობა საშიშია თუ არა.?და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ამ საიტს და ვინც ამ უამრავ კიტხვას პასუხს ცემს თითოეულ ექიმს... | გააჩნია რასთანაა დაკავშირებული აღნიშნული ცვლილებები, თუ საკვერცხეები ნორმალურად ”მუშაობს”, შესაძლოა ეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებაა. ამის დასადგენად საჭიროა გარკვეული გამოკვლევების ჩატარება. | | (ტატული,თბილისი,) | | **** | რა არის ფეტეროსკოპია? | ფერტილოსკოპია - ეს არის ქალის რეპროდუქციული ორგანოების ენდოკოპიური გამოკვლევა, რომლის დროსაც ხდება სპეციალური მინიატურული ვიდეოკამერით საშვილოსნოს, მილების, საკვერცხეების დათვალიერება და პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში მათი იმავდროული მკურნალობა, მაგალითად, გაუმტარი მილების შემთხვევაში მათი გამტარობის აღდგენა, შეხორცებების, პოლიპების, ენდომეტრიული უბნების მოცილება. ფერტილოსკოპია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით, ხანგრძლივობაა დაახლოებით 60 წუთი. ფერტილოსკოპია მსოფლიოში აღიარებულია უშვილობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ”ოქროს” სტანდარტად. | | (ტატული,თბილისი,) | | **** | პროგესტერონი მქონდა ოდნავ მომატებული, 1,32 ნაცვლად 1,3. ექიმმა დამინიშნა დექსამეტაზონი 5,0 დღეში ერთხელ 1თვე. ვეჭვობ ამდენი წამალი მჭირდებოდეს და არ ვაპირებ დალევას. თქვენ რას მირჩევთ? სხვა არაფერი მაწუხებს, გარდა იმისა რომ მენსტრუაციამდე ერთი დღით ადრე მაქვს ყავისფერი გამონადენი. გმადლობთ წინასწარ. | მხოოდ ამ ანალიზიდან გამომიდნარე მურნალობა საჭირო არ არის, მაგრამ თუ არის სხვა ცვლილებებიც და ჩვილებიც მაშინ უნდა გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაცია | | (ია,ქუთაისი,) | | **** | გამარჯობათ, ვარ 42 წლის, 2 წელია რაც გათხოვილი ვარ, ორსულობა არ მქონია. ჰორმონებზე ბოლო ანალიზის პასუხი შემდეგია (მანამდე გაკეთებული იგივე ანალიზების პასუხი ნორმალური იყო): FSH-17.48 (ნორმა2.5-10.2), LH-22.05 (ნორმა1.9-12.2), ESTRADIOL-31.76 (ნორმა11.0-165), PROLACTIN-15.68 (ნორმა2.5-22.5). მილები გამტარია, მონიტორინგზე ოვულაცია არის,TSH ნორმის ფარგლებშია. მაინტერესებს ასეთ ფონზე შესაძლებელია დაორსულება, ან ინსემინაციის გაკეთება. თუ ეს ცვლელებები სამწუხაროდ ასაკობრივ ფაქტორთან არის დაკავშირებული? და კიდევ ერთი მაინტერესებ შესაძლებელია თუ არა მომატებლი ჰომონების დაწევა მედიკამენტების საშუალებით? | თუ თვქენ იცით რომ რეპროდუქციულ სისტემაში ხელისსემშლელი არაფერია, ანუ მილები გამტარია, საკვერცხეებში ფლიკული მწიფდება და სკდება, საშვილოსნოს ღრუ სუფთაა და ასევე ცვლილებები არ არის მცირე მენჯის ღრუში, მაშინ შესაძლებელია ინსემინაციამ შედეგიანად ჩაიაროს და მიიღოთ ორსულობა, მაგრამ ასაკიდან გამომიდნარე გირჩევთ იჩქაროთ. თუ არ ხართ სრუყოფილად გამოკვლეული გირჩევთ ჯერ ფერტილოსკოპიის გაკეთებას და შემდეგ ინსემინაცია | | (ნათია,ქ. თბილისი,) | | **** | გამარჯობათ. სპერმოგრამის მაჩვენებელი ასეთია: მოცულობა 7მლ, ცოცხალი 75%, კონცენტრაცია 23მლ, მოძრავი რაოდენობა 55%. მორFოლოგია 2%. ასეთი ოლიგოსპერმიის მკურნალობა ხომ იქნება შედეგიანი? და მოცულობა ნორმაზე მეტი რომ არის ეგ კარგია თუ ცუდი? | სპერმოგრამის ჩაბარების დროს დაცული უნდა იყოს 3-5დღიანი თავშეკავება, როგორც წესი მკურნალობა დამოკიდებულია პრეპარატებზე და ორგანიზმის ინდივიდუალურობაზე. ხშირია დადებითი შედეგი | | (ია,ქუთაისი,) | | **** | გთხოვთ რომ მიპასუხოთ შეიძლება რომ დიუფასტონმა იმოკმედოს ტესტის პასუხზე და აჩვენოს დადებითი პასუხი?????? | ტესტი ზოგ შემთხვევაში მცდარ პასუხს იძლევა, ამიტომ ორსულობის დიაგნოსტიკის ზუსტი მეთოდი ექოსკოპიაა | | (თეონა,თბილისი,) | | **** | თუ შეიძლება მიპასუხოთ 5თვეა გათხოვილი ვარ გინეკიოლოგთან მივედი და გავიკეთე დაზგვევის მიზნით გამოკვლევები,აგმოჩნდა რომ მაქვს ანტი სხეულები,მაინტერესებს ეს ხელს თუ უშლის დაოორსულებას?ექიმაა მითხრა რომ უნდა გამიკეთოს ნემსი საიდანაც ჩემიმეუგლის სისხლს შეიკვანენ ეს საჭიროა თუ არა გთხოვთ გამარკვიოთ??? | მეუღლის სისხლის შეყვანა? სად და როგორ? ასეთი რამ თანამედროვე მედიცინაში არ არის ცნობილი. რა სახის ანტისხეულებზეა საუბარი? | | (თეონა,თბილისი,) | | **** | გამარჯობათ. კითხვა მაქვს ასეთი: ვარ 13 კვირის ორსული.3 დღის წინ ვიფრინე თვითმფრინავით 30წ. ექიმმა მითხრა რომ არ შემიქმნიდა ეს პრობლემას.მაგრამ დამეწყო დენა. სავადმკოფოში გამიკეთეს ეხოსკოპია და ბავშვი კარგად არის.ვსვავ უტროჟესტანს .და ვწევარ სულ.სანამ ბავშვი გაინძრევა ასე ვიქნები./საქართველოში მინდა გავაჩინო.ხომ ვერ მირჩევთ რითი შეიძლება ვიმგზავრო.ავტობუსით მირჩიეს აქ.იკნებ მიპასუხოთ. და კიდევ 1... ეს ბავშვის დეფექტიანობას ხომ არ აამაღლებს.ამ დენის გამო შეიძლება ბავშვს რამე პრობლემა შექმნოდა?წინასწარ მადლობა | ორსულობის დროს მგზავრობა გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული, ამიტომ შეძლებისდაგვარად მოსარიდებელია. ამგვარი საკითხი მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რადგან ყველა პაციენტი ინდივიდუალურია. | | (მარტა,ათენი,) | | **** | 2-3წელია ციკლი დარღვეული მაქვს. მივიღე ფემოსტონი. მიღებიდან ერთი თვის შემდეგ დამეწყო ორივე მკერდის ტკივილი. რამდენად საშიშია, გთხოვთ მიპასუხოთ. | ფემოსტონის მიღება ექიმის კონსულტაციის დაუშვებელია. თუ ექიმისთვის ჯერ არ მიგიმართავთ მიმართეთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან და თუ გყავთ მკურნალი ექიმი, აღნიშნული კითხვით მიმართეთ მას. | | (ხათუნა,თბილისი,) | | **** | გამარჯობათ.მკავს მეუღლევ2ვწელია.ორსულად არ გამხდარა. სპერმაში აღმომაჩნდა ლეიკოციტები 5-6 მხ.არეში,და მაინტერესებს ეს თუ უშლის დაფეხმძიმებას. | ლეიკოციტების მაღალი მაჩვენებელი ანთებითი პროცესის მაჩვენებელია, საჭიროა სათანადო გამოკვლევების ჩატარება და მკურნალობა როგორც თქვენი, ასევე მეუღლის, რადგან ანთებითმა პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს ქალის რეპროდუქციული ორგანოებში ისეთი ცვლილებები შეხორცებების სახით, რომ შემდგომში გაჩნდეს დაორსულების პრობლემა. თუ სპერმის სხვა მონაცემები ნორმაშია, განაყოფიერებისთვის ამგვარი სპერმა ვარგისია. | | (ბონდო,ბათუმი,) | | **** | გამარჯობა, სურვილი მაქვს გადავიკეოტ საკვერცხის მილები, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ ამ პროცედურის შემდგომი უარყოფითი მოვლენები ან ჩივილები რა აღენიშნებათ პაციენტებს (თუკი ასეთი არსებობს) ., და რამდენია ამ პროცედურის მერე დაორსუკლების შანსი | კვერცხსავალი მილების გადაკეტვის შემდეგ, ორსულობა აღარ დადგება. რაც შეეხება ჩივილებს და გართულებებს დამოკიდებულია რა მეთოდით გაიკეთებთ და ვინ გაგიკეთებთ ამ ოპერაციას | | (ნინო,თბილისი,) | | **** | ვარ 4 კვირის ორსული. მსურს ნაყოფის მოცილება. მაინტერესებს მედიკამენტური აბორტი რა ჯდება და სად შეიძლება გავიკეთო. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ | შეინარჩუნეთ ორსულობა, ნაყოფი ჩასახვისთანავე არის ადამიანი, ეს არის ცოცხალი არსება, რომელსაც გააჩნია ყველა ის ორგანო და ფუნქცია, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგრამ დაბადებული ადამიანისგან განსხვავებით, განვითარების სხვა სტადიაზე იმყოფება. აბორტის დროს ხდება ცოცხალი ორგანიზმის განადგურება, რაც შეიძლება თქვენს ჯანრთელობას მომავალში ძალიან ძვირად დაუჯდეს. | | (ნინო,თბილისი,) | | **** | ვარ 2წლის გათხოვილი.ვიყავი ორსულად 6კვირის ნაყოფი მომეშალა.ექიმებმა დაბრალეს გაციებას,იმის მერე აგარ დავრჩენილვარ,ჩემი ექიმი მეუბნება გაიკეტე მილიების გამტარიანობაო,რამდენად საჩიროა,როცა ორსულობა იყო.ტქვენ რას მირჩევთ | თუ ორსულობიდან გავიდა 6 თვეზე მეტი, მილების გამტარობის გამოკვლევის ჩატარება რეკომენდირებულია. ჩვენ გირჩევთ აღნიშნული მეთოდი ჩაიტაროთ ფერტილოსკოპიიათ, რათა შემოწმდეს არამარტო მილის გამტარობა, არამედ მილის ღრუს და ფიმბრიების მდგომარეობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაორსულებისას. | | (ნუცა,კვალითი) | | **** | გამარჯობათ,უკაცრავად ციკლი მქონდა 26 ოქტომბერს და შემდგომში მომივიდა 11ნოემბერს დასაშვებია ეს თუ არა და კიდევ დალეული მაქვს 5ნოემბერს კონტრაცეპტივი დაა ამის ნიადაგზე ხომ არ არის ეს? | კონტრაცეპტივს რა რეჟიმით სვამდით? კონტრაცეპტივის არასწორად მიღების შედეგად ციკლის დარღვევა სავსებით შესაძლებელია. | | (ნინუცა,თბილისი,) | | **** | გამარჯობათ. იგივე შეკითხვით 2 კვირის წინაც მოგმართედ და პასუხი არ მიმიღია . ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, ვფიქრობ ეს საკითხი საქართველოში სამწუხაროდ ბევრს აწუხებს. ვარ 32 წლის მამაკაცი დაავადებული ც ჰეპატიტით. ამ შემთვხვევაში რა შეიძლება გაკეთდეს რომ არც მეუღლე და არც ბავშვი ამ დაავადებით არ დაავადდნენ? საქართველოში და საერთოდ არსებობს თუ არა რაიმე მეთოდი რის დახმარებითაც სპერმა გაიწმინდება და გახდება ამ ვირუსის არ მატარებელი? შემდეგ კი გაკეთდეს ხელოვნური განაყოფიერება ამ გაწმენდილი სპერმით? | გამარჯობა გიგა, ც ჰეპატიტი თუ გამწვავებული არ არის, შესაძლებელიამ პარტნიორი არ დაინფიცირდეს ასევე ნაყოფიც არ დაინფიცირდეს და ამიტო წინასწარ მკურნალობა არ არის საჭირო. უბრალოდ უნდა აკონტროლოთ და განსაზღვროთ მისი ფორმა. სპერმის გაცმენდის პროცედურა არ ტარდება როგორც წესი | | (გიგა,თბილისი,) | | **** | უმორჩილესად გთხოვთ მიპასუხოთ, დაქორწინებიდან 3 წლის შემდეგ გავხდი ფეხმდძიმედ. რაც სამწუხაროდ 8 კვირის თავზე შეწყდა. მაქვს კვანძები საშვილოსნოს გარეთ და აგრეთვე ფუძესთან. შეიძლებოდა ეგ ყოფილიყო მიზეზი თუ არა ფეხმძიმობის შეწყვეტის. ვირუსებზე გამოკვლევა მითხრეს ფოთში. რამდენი სახის არის ვირუსი. და სად მირჩევთ რომ გამოვიკვლიო. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. | თუ საშვილოსნოს ღრუ აღნიშნული კვანძებით არ არის დეფორმირებული, ორსულობა შესაძლებელია. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ვირუსების გამოკვლევა არ წარმოადგენს აუცილებლობას უშვილობის გამოკვლევისას. შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენს კლინიკაში, წინასწარ დარეკეთ ტელეფონებზე: 595-51-60-60; 230-50-60. | | (ნანა,ფოთი,) | | **** | მაინტერესებს 5 წელია გათხოვილი ვარ და არ გვყავს შვილი,ჩავიტარეთ გამოკვლევა,მაგრამ ყველა გვეუბნება რომ არაპერი ისეთი არ გვჩირს,მილების გამტარიანობაც გავიკეთე და გამტარიანი მაქვს,ვირუსზეც გავიკეტეტ და გამტარიანია მილებიც მაინტერესებს რისი გამოკვლევა დაგვჩირდება და რა დაჯდება ეს ყველაფერი? | ფერტილოსკოპიით შესაძლებელია რეპროდუქციული ორგანოების ისეთი ცვლილებების გამოვლენა, რომელთა დანახვაც შეუძლებელია დღეს არსებული რომელიმე სხვა გამოკვლევით, მაგალითად, მიკროშეხორცებები მილებში, ფიმბრიებს შორის, მიკროპოლიპი მილის სანათურში და ა. შ. აღნიშნული ცვლილებები ხელს უშლის კვერცხუჯრედის გადაადგილებას და შედეგად დაორსულებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ კლინიკის ტელეფონებზე: 595-51-60-60; 230-50-60. | | (მაკა,რუსტავი,) | | **** | ვარ 2 თვის გათხოვილი. მენსტურაციის მე–8 დღეს ჩავიტარე ტრანსაბდომინალური და ტრანსვაგინალური ექოსკოპია და აღმომაჩნდა ენდომეტრიუმის პოლიპი,საშუალო ექოსიმკვრივის,ზომოთ 14/8მმ,მკვეთრად ვასკულარული. დამინიშნეს ჰისტეროსკოპია პოლიპექტომია ზოგადი ანესთეზიით.შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის გადაჭრა მიკროჰისეროსკოპიით და ამ პროცედურიდან რამდენ ხანში შეიძლება დაფეხმძიმება? | შესაძლებელია. არანამშობიარევი ქალებისთვის, რომელიც აპირებენ დაორსულებას, მიკროჰისტეროსკოპიის ჩატარება სხვა მეთოდებთან შედარებით მეტად ინფორმატიული და ნაკლებტრამვულია, ამასთან ერთად მიკროჰისტეროსკოპია ტარდება ადგილობრივი გაუტკივრებით. დაორსულება შესაძლებელი იქნება მიკროჰისტეროსკოპიის ჩატარებიდან პირველივე მენსტრუაციის მოსვლის შემდეგ, ანუ შემდეგ ციკლში. | | (ნანა,თბილისი,) | | **** | გამარჯობათ,3 თვის წინ გავიკეთე აბორტი,ნაყოფი 5 კვირის იყო,იქიდან დხემდე მხოლოდ 3 ჯერ მქონდა ციკლი,სისხლდენა მაქვს ძალიან ცოტა,ექოზე მითხრეს საკვერცხის ფოლიკულებია ცოტა 3-4,ისე ეს 2 თვე ვხებულობდი,,ჯესს''ეგ ხომ არ განაპირობებდა სისხლდენის მაკლებობას ან რისი ბრალი შეიძლება იყოს,ექოსკოპიის გარდა რა გამოკვლევები ჩავიტარო და რომელ ექიმს მივმართო,ჩივილები სხვა არანაირი არ გამაჩნია,დიდი მადლობა | შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენს კლინიკაში ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაციისთვის. | | (ეკა,თბილისი,) | | « 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 » |
|