alt
კითხვები და პასუხები
კითხვა

ხშირად დასმული შეკითხვებიგამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვა
 «  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  » 
****

გამარჯობათ, ახალი დაფეხმძიმებული ვარ მაგრამ ფეხში ვგრძნობ საშინელ დენის დარტყმის მაგვარ ტკივის დრო და დრო, მიჭირს სიარული ვიცი, რომ არანაირი გამაყუჩებელი არ უნდა მივიღო..იქნებ დამეხმაროთ? ნუტუ არაფერი არსებობს რაც მიშველის?

მოგესალმებით, დიანა. როგორც წესი აღნიშნული ყოველგვარი ჩარევის გარეშე გაივლის.თუმცა უნდა გადამოწმდეს კოაგულოგრამაც მის მაჩვენებლებზე დაყრდნობით გირჩევთ რა მოიმოქმედოთ რომ შეიმსუბუქოდ მდგომარეობა.

(დიანა,თბილისი,)
****

გამარჯობათ, ვარ 33 წლის, ორი წელია გათხოვილი ვარ, და არც ერთხელ არ ვყოფილვარ ფეხმძიმედ,ერთი წლის წინ გავიკეთე ლაპარასკოპია,მქონდა ორივე საკვერცხეში ენდომეტრიოზული კისტები,დამიტოვეს ორივე საკვერცხე მაგრამ რათქმა უნდა პატარები, მქონდა მესამე ხარისხის შეხორცებები მცირე მენჯის ღრუში,როგორც ვიცი ყველაფერი ცუდი მომაშორეს,მაგრამ ფეხმძიმედ მაინც არ დავრჩენილვარ,პროლაქტინი ხან მაღალი მაქვს,ხან ნორმაშია,ადრე ბრომოკრიპტინს ვსვამდი სულ,ეხლა დოსტინექსს ვიღებ,ბოლო ანალიზებით პროლაქტინი სულ ნორმაშია, FსH იც ამერია განსაკუთრებით ოპერაციის შემდეგ, ქირურგმა მირჩია ოპერაციის შემდეგ რომ დამელია კონტრაცეპტივი,მაგრამ ჩემმა გინეკოლოგმა არაფრით არ დამალევია იმიტომ რომ ჯერ რა არის და ეს შენი საკვერცხეები ამ კონტრაცეფტივით სულ დაითრგუნებაო,ამ დროს ფოლიკულები ყოველთვის ჩანდა საკვერცხეში და რატომ დაითრგუნებოდა არვიცი, თუმცა ქირურგმა ხატიაშვილმა კი გადაჭრით მითხრა დალიეო,მოკლედ არ დამილევია,ალბათ უნდა დამელია ხო???სექტემბრიდან სხვა ექიმთან მისვლის შემდეგ დავლიე სამი თვე კონტრაცეფტივი,დამთავრების მერე მონიტორინგებმა აჩვენა რომ ფოლიკული თანაც ორი თვითონვე გაიზარდა და გასკდა კიდეც,მაგრამ ფეხმძიმედ მაინც ვერ დავრჩი,ანუ არამარტო საკვერცხეების ფუნქციის არამედ სხვა პრობლემებიც მექნება ალბათ,ალბათ ისევ შეხორცებები განვითარდებოდა, ან მილებში იქნება პრობლემა,ლაპარასკოპიით ვითომ მილები გამტარი იყო მაგრამ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც იქნება ალბათ???,არვიცი რავქნა,მინდა გამოცდილ ექიმ რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი,ვისთანაც მივედი არავინ ისე არ დამაკვალიანა რომ დღეს შედეგი მქონოდა, მინდა ამ ყველაფერზე თქვენი აზრი,თუ არის შანსი რომ დავფეხმძიმდე და ამისთვის რა გამოკვლევები ანუ რა უნდა გავაკეთო???

გამარჯობა ინა, პირველ რიგში, უნდა შევაფასოთ თქვენი საკვერცეების ფუნქცია, ანუ გამოიმუშავებენ თუ არა ისინი კვერცხუჯრედს. შემდგომი ტაქტიკა დამოკიდებული იქნება იმ გამოკვლევების შედეგებთან, რომლებიც უკვე ჩაიტარეთ, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებით გარკვეული გამოკვლევების ჩატარება. მობრძანდით ჩვენთან ექიმის კონსულტაციაზე, თან იქონიეთ თქვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევების და მკურნალობის დასკვნები. ჯანმრთელობას და შედეგიან მკურნალობას გისურვებთ. :)

(ინა,თბილისი,)
****

გამარჯობათ. რას ნიშნავს ფოლიკულისმასტიმულირებელი ჰორმონის მომატება?რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული

ამ ჰორმონის ოდნავ მომატება შესაძლოა იყოს დროებითი მოვლენა და საჭიროა მისი გადამოწმება გარკვეული პერიოდის შემდეგ. თუ მკვეთრადაა მომატებული, შესაძლოა საქმე გვქონდეს საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითებასთან, ანუ მის ფოლიკულურ აპარატში კვერცხუჯრედის ”მარაგის” გამოლევასთან. 

(თეონა,თბილისი,)
****

-ვარ 34 წლის. მენსტრუაციიდან მე-5 დღეს ავიღე ჰორმონაბზე ანალიზი: PRL 8,70. TSH 2,21. INSULIN 7,45. 17-OH პროგესტერონი 1,32 (ნორმა1,3). DHEA-S 3,13. თავისუფალი ტესტოსტერონი 1,00. დამჭირდება მკურნალობის კურსი?

ნინი, პირველ რიგში გვითხარით რა გაწუხებთ და რას უნდა ვუმკურნალოთ. შემდეგ ვიმსჯელოთ აღნიშნული ჰორმონების მაჩვენებლებზე. კეთილი სურვილებით, მოგვწერეთ და პასუხს აუცილებლად გაგცემთ :)

(ნინი,ქუთაისი,)
****

ვარ 10 კვირის ორსული, მაქვს პარაოვარიული კისტა მარჯვენა საკვერცხეზე 6 სმ. გინეკოლოგმა მიტხრა მე 12 კვირისთვის გავაკეთოთ გეგმიური ლაპაროსკოპია.რამდენად შესაძლებელია ლაპაროსკოპია ორსულობის დროს?გთხოვთ მიპასუხოთ ამომწურავად.

ორსულობის დროს დასაშვებია ლაპაროსკოპია როდესაც მისი სარგებელი აჭარბებს რისკს. 

(დიანა,ბათუმი,)
****

გამარჯობათ. ვარ 28 წლის 5წელია გათხოვილი ვარ დარჩენა არ ყოფილა. მომატებული მაქვს ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი ეშველება რამე? თუ ნაადრევი კლიმაქსი მემუქრება?

გამარჯობათ თეონა, მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს თქვენი საკვერცხეები, ამის შეფასება შესაძლებელია ჩვეულებრივი ექოსკოპიური მონიტორინგით, ასევე საინტერესოა რამდენად გაქვთ მომატებული აღნიშნული ჰორმონი, რამდენჯერ და ციკლის რომელ დღეს ჩაიტარეთ ეს გამოკვლევა. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ კლინიკაში. წარმატებებს გისურვებთ :)

(თეონა,თბილისი,)
****

3მი თვის ორსული ვიყავი მუცელი რო მომეშალა და ეხლა უკვე 2რ თვეზე მეტი გავიდა რაც მომეშალა, ციკლები ჩვეულებრივად მქონდა ეს ორი თვე და მცჰირდება ტუ არა გამორეცხვის გაკეთება? ეხლა ისევ ვცდილობ დაორსულებას და აგარ გამოდის და რისი ბრალი შეიძლება იყოს? მანამდე ტრიხონომზე ვიმკურნალე მანამ დავორსულდებოდი. და ეხლა მარცხენა მხარეს ძაან პატარაზე ჯირკვალი მაქ თავიდან მტკიოდა და ეხლა აგარ და მიცხრებასავით შეიძლება ამან ორსულობას შეუშალოს ხელი?

გამარჯობათ ნათია, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერ გავიგეთ რა გამორეცხვას გულისხმობთ? რა სახის ჯირკვალი და კონკრეტულად რა ადგილას გამოგივიდათ, ექიმს თუ აჩვენეთ? თუ არა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან.

(ნათია,თბილისი,)
****

მთელი დღე ვმეცადინეობ (ზომიერად) და ლექციები მაქვს საღამო საათებში, ამის გამო დილით 12 საათამდე ადგომას ვერ ვახერხებ. კვების ნორმებთან დაკავშირებით თქვენს საიტზე ინფორმაცია მიღებული მაქვს, ასევე ვეცნობი აქ გამოქვეყნებული შეკითხვების პასუხებსაც, შესაბამისად, გთხოვთ მოკლედ და თუ შეიძლება კონკრეტულად მიპასუხოთ, ვიცი, რომ საუზმე დილით დაახლოებით 9სთ-ზე უნდა მიიღოს ორსულმა და ჩემს შემთხვევაში შეიძლება რაიმე პრობლემა შეექმნას ნაყოფს? რადგან საუზმის მიღება ძირითადად 12 ის შემდეგ მიწევს. ასევე მაინტერესებს იმის გამო რომ ძალიან მოვიმატე წონაში, შეიძლება თუ არა, რომ 4 ჯერადი კვებიდან, ორი მხოლოდ (გადაუმუშავებლ, ცოცხალ) ხილსა და ბოსტნეულს მოიცავდეს? ვიცი, ხშირად გამეორებული კითხვაა მაგრამ გთხოთ იქნებ მოკლედ და კონკრეტულად გამცეთ პასუხი, უღრმესი მადლობა. ვარ 21 კვირის ორსული.

გამარჯობა ელისო, არაა აუცილებელი ორსულმა საკვები ზუსტად 9 საათზე მიიღოს, შეუძლია ცოტა გვიან ან ცოტა ადრეც, მისთვის კომფორტულ დროს. არ არის სასურველი კვებებს შორის დიდი შუალედის (4 სთ-ზე მეტი) გაკეთება. ორსულის კვება უნდა იყოს ბალანსირებული და ზომიერი (რაოდენობას ვგულისხმობ), ეს არის ჩვეულებრივი ჯანმრთელი კვება, რომელშიც შედის ხარისხიანი საკვები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორი კვების შეცვლა ხილით შესაძლებელია, მაგრამ გასათვალისწინებელია როგორ იკვებებით დანარჩენ დროს. აღნიშნულ საკითხთან მიდგომა ორსულებში ინდივიდუალურია, შეგვიძლია გაგიწიოთ კონსულტაცია კლინიკაში.  

(ელისო,თბილისი,)
****

-ვარ 23 კვირის ორსული, კბილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი მაქვს არ ვუჩივი არაფერს, ვიღებ რძის პროდუქტებს ყოველდღიურად, ამის მიუხედავად ექიმმა მაინც დამინიშნა კალცი, ანალიზებზე დაყრდნობის გარეშე, ერთი თვით, მაინტერესებს არსებობს თუ არა იმის საშიშროება რომ კალცის მიღება გადაჭარბებულად მომივიდეს? და შეიძლება თუ არა ორსულს კალცი დაენიშოს ყველანაირი გამოკლვლევის და ანალიზებზე დაყრდნობის გარეშე? მადლობ

ელენე, თუ თქვენ გყავთ მკურნალი ექიმი, რომელსაც სავარაუდოდ ჩატარებული აქვს თქვენთვის გარკვეული გამოკვლევები და აფასებს თქვენს მდგომარეობას, მან უკეთ იცის რა გჭირდებათ თქვენ. უმჯობესია, რომ ამ კითხვით თქვენს მკურნალ ექიმს მიმართოთ.

(ელენე,თბილისი,)
****

მაინტერესებს ერთი რაღაც..ვიკავი ორსულად და ვსვამდი ,,იოდოფოლს",მაგრამ ორსულობა 2 თვის თავზე შემიწყდა, ,,იოდოფოლის" სმა რომ გავაგრძელო შეიძლებააა?რდგან,მითხრეს რომ კარგია ორგანიზმისთვის,შემდეგი დაფეხმძიმებისათვისო...

ნინი, ეს საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

(ნინი,თბილისი,)
****

რა სიმტომები იცის ფეხძიმობამ?მესტრუაციამდე დარჩა 1 კვირა

თამუნა, მინდა გითხრათ, რომ მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე ორსულობას არანაირი სიმპტომატური გამოვლინება არა აქვს. ამ დროს შესაძლოა ჯერ მიმაგრებაც (იმპლანტაცია) არ იყოს დასრულებული. მენსტრუაციის გადაცდენიდან 10 დღეში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ექოსკოპია.

(თამუნა,თბილისი,)
****

ვარ გათხოვილი,ციკლი მაქვს ხან არეული გინეკოლოგმა დამინიშნა დუფასტონი, წამლის მიღებიდან 12 დღეს დამეწყო ყავისფერი გამონადენი, აქამდე არასდროს მქონია, შეიძლება დუფასტონის ბრალი იყოსსსს?

ნინი, სავსებით შესაძლებელია დუფასტონის მიღების ფონზე ყავისფერი გამონადენი. გააჩნია როგორი რეჟიმით იღებთ აღნიშნულ პრეპარატს და ჩაგიტარდათ თუ არა ექოსკოპიური კონტროლი? 

(ნინი,გორი,)
****

ჩემს მეუღლეს აქვს სპერმა 0 %.მაინტერესებს რამდენადაა შესაძებელი რომ გვეყოლოს შვილი და რამდენად ეფექტურია მკურნალობის ჩატარება????

ლიზი, თუ მამაკაცის სპერმაში არცერთი სპერმატოზოიდი არაა, ფიზიოლოგიური გზით დაორსულების შანსი პრაქტიკულად 0-ის ტოლია. თავდაპირველად ჩვენ ვურჩევთ მამაკაცს გარკვეული გამოკვლევების ჩატარებას, რათა გამოირიცხოს ჯანმრთელობისთვის საშიში რაიმე პათოლოგია. დაორსულებისთვის კი არსებობს ხელოვნური განაყოფიერება სინჯარაში ICSI მეთოდით იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ან ბიოფსიის შედეგად ერთი ცალი ცოცხალი სპერმატოზოიდის მოპოვება მაინც თუ მოხერხდა. 

(ლიზი,თბილისი,)
****

გამარჯობა, ციკლი მქონდა 29 დეკემბერს, ეს ორი დღეა მაქვს ყავისფერი გამონადენი, ოვულაცია უნდა მქონოდა გამოთვლით 16 ში, და 18 ში დამეწყო ცოტა ყავისფერი გამონადენი, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

გამარჯობათ თიკო, ეს შესაძლოა იყოს ოვულაციის დროს გამონადენი, რომელიც არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის. შესაძლოა სხვა მიზეზითაც იყოს განპირობებული, ამიტომ უმჯობესია თუ მიმართავთ ექიმს და ჩაიტარებთ ექოსკოპიურ გამოკვლევას.

(თიკო,ანთიძე,ბათუმი,)
****

გამარჯობა,მინდა გავიკეტო ანალიზი შეთავსებაზე,მაინტერესებს როგორ მოვემზადო ამისათვის.მადლობა

სოფო, ტესტი შეთავსებაზე ტარდება ოვულაციის დროს მეუღლესთან კონტაქტიდან რამდენიმე საათში. ამისთვის საჭიროა ექოსკოპიური მონიტორინგი ციკლის მე-5 დღიდან. დანარჩენს ადგილზე გეტყვით. 

(სოფო,თბილისი,)
****

ფემოსტონს ვსვავ 2/10 ზე ციკლი მაქვს დარღვეული მიუხედავად იმისა რომ აპრილში გავიკეთე ლაპარასკოპია, საკვერცხეზე კისტა არ მქონია უბრალოდ ფოლიკულს უჭირდა გახეტქვა და ციკლი არ მქონდა. გავიდა 9 თვე და ისევ ისემაქვს ციკლის პრობლემა,ექიმის დანიშნულებით ვსვავ ფემოსტონს2/10. ექიმა მითხრა ფემოსტონი 2/10 ხელს არ უშლის დაფეხმძიმებასო მაინტერესებს თქვენი აზრი ფემოსტონის ფონზე ხდება თუ არა დაფეხმძიმება? ან რამე რჩევა დარიგება მომეცით რა გავაკეთო. მადლობთ

თვქენი ანამნეზის დეტალური გაცნობის შემდეგ ვეცდებით დაგეხმართ. 

(ილონა,ფოთი,)
****

გამარჯობათ,მრავალ შობა ახალ წელს...მაინტერესებს როდესაც ორსულობის ტესტს ვიკეთებ ერთიდაიმავე დროს,ხან საცდელი ხაზი კარგადაა მკვეთრი,ხან ძალიან ბაცია...ფერმკრთალი მეორე ხაზიც მგონი ორსულობას აღნიშნავს,არაა?

მოგესალმებით, მეორე ხაზის არსებობა ორსულობის ტესტზე მიუხედავად სიმკვეთრისა  სავარაუდო ორსულობის მაჩვენებელია

(nini,ბათუმი,)
****

გამარჯობათ,როდესაც სისხლსჰი ქორიონის დონე 282-ია,შეიძლება ამ პერიოდში ეხომ ვერ დაინახოს სათანადოდ ნაყოფი?რამდენად დამაჯერებელია ვენიდან აღებული სისხლით ორსულობის განსაზღვრა?

მოგესალმებით, სისხლში ქორიონალური გონადოტროპინის განსაზღვრა ორსულობის დადგენის ერთერთი ყველაზე ზუსტი მაჩვენებელია. 

(nini,თბილისი,)
****

7 წელია არ მყავს შვილი. ერთი თვის წინ დავორსულდი მკურნალობის გარეშე მაგრამ ნაყოფი არ განვითარდა და მომიწია აბორტის გაკეთება :( როგორ ფიქრობთ, რადგან ერთხელ შედგა ორსულობა, ამის მერე უფრო დიდი შანსი მაქვს? მე და ჩემ მეუღლეს არ გვიმკურნალია არაფერზე და ალბათ არც გვექნება მაგის საშუალება.

ნინო, ძალიან სამწუხაროა, რომ ორსულობა ასე დამთავრდა. გირჩევთ მიმართოთ ექიმს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან, რათა დაგეხმაროთ ორსულობის მიღწევაში და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მის ნორმალურ განვითარებას. გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელობას.

(ნინო,რუსთავი,)
****

გამარჯობათ, მაინტერესებს ორსულობის შეწყვეტიდან რამდენ ხანშია რეკომენდირებული ისევ დაორსულება? მადლობა

თანამედროვე გაიდლაინით შემდეგი ორსულობა სასურველია 3 თვის შემდეგ დაგეგმოთ.თუმცა ეს პერიოდი განისაზღვრება ორსულობის შეწყვეტის მიზეზების მიხედვით

(ანა,რუსთავი,)
 «  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  » 
 
© რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი